“ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კატალონიის “ბარსელონას” მხრიდან მილანური კლუბის გოლკიპერის სამირ ჰანდანოვიჩის მიმართ ინტერესთან დაკავშირებული გავრცელებული ინფორმაცია დააკომენტარა.
“ამის შესახებ არაფერი არ ვიცი. თუმცა სამირი – დღევანდელი “ინტერის” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, სწორედ ამიტომ, ჩვენ მისი შენარჩუნებით ვართ დაინტერესებულნი”, – განაცხადა მორატიმ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონამ” “ნერაძურის” ჰანდანოვიჩის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზა. გოლკიპერის აგენტმა კი, თავის მხრივ, უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ იგი კატალონიელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
