”ბარსელონა” კვლავ დაინტერესებულია ბრაზილიის ნაკრების და ”პსჟ”-ს ცენტრალური მცველის, ტიაგო სილვას შეძენით, იტყობინება ”სპორტი”.
ამავე წყაროს ცნობით კატალონიელები ტრანსფერის განხორციელებას ზაფხულში აპირებენ. ასევე გავრცელდა ცნობა, რომ პირველი კონტაქტები უკვე შედგა. ”ბარსას” სილვას შეძენა 1 წლის წინ შეეძლო, თუმცა 28 წლის ფეხბურთელი ”მილანიდან” 42 მილიონის სანაცვლოდ ”პსჟ”-ში გადაბარგდა.
შეგახსენებთ, რომ ასევე აქტიურად უკავშირებენ ”ბარსელონას” დორტმუნდის ”ბორუსიას” გერმანელ მცველს, მატს ჰუმელსს.
