მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

სამშაბათს ალიანს არენაზე გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა “ბაიერნსა” და “ბარსელონას” შორის, სადაც არბიტრები სამარცხვინოდ მოქმედებდნენ.

არ შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ კაშაი და მისი დამხმარეები რომელიმე გუნდს ეხმარებოდნენ. არა – აზრი არ აქვს, იმის თქმას, რომ ისინი ამაზრზენად მოქმედებდნენ. უნგრელი მსაჯების გადაწყვეტილებებში უბრალოდ ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა.

იდეაში, როცა ასეთი მატჩი იმართება, მაყურებელი გუნდებისგან მაქსიმუმს მოითხოვს, რაც მსაჯებსაც ეხება. არბიტრების დაბალმა დონემ შესაძლია თამაში შეცვალოს. სამშაბათს მსაჯობის სირცხვილი ვიხილეთ. 

დავიწყოთ მე-15 წუთიდან, როცა არბიტრმა “ბარსელონა” გადაარჩინა. ფილიპ ლამმა ვალდესის კარის მიმართულებით დაარტყა, პიკემ კი ის ხელით შეაჩერა.

მეორე მომენტიც საბედნიეროდ კატალონიელებისთვის სასიკეთოდ გადაწყდა, როცა მიუნხენელების შეტევის დროს ბურთი ალექსის სანჩესს ხვდება ხელზე.

[media=http://www.youtube.com/watch?v=NpPTMhFuBG8]

ახლა გადავიდეთ იმ მომენტებზე, როცა ფინელები “ბაიერნს” დაეხმარნენ. რაღა თქმა უნდა, პირველი გოლის ეპიზოდით დავიწყოთ. ამ მომენტში დააკვირდით დანტეს, როგორ ეყრდნიბა ის მოწინააღმდეგეს. ასე თამაში არ შეიძლება. ამ ეპიზოდში თამაშის წესის დარღვევა , პირდაპი ვიქტორ კაშაისა და კარის უკან მდგომი არბიტრის ცხვირ წინ იყო, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.

[media=http://www.youtube.com/watch?v=b7rYQGF4dwQ]

მეორე გოლი. მარიო გომესმა აშკარა თამაშგარედან დალაშქრა ვალდესის კარი, მსაჯს იდეალური პოზიცია ეკავა, თუმცა, ოფსაიდს არ აფიქსირებს.

[media=http://www.youtube.com/watch?v=P_EhhX3EZIM]

“ბაიერნის” მესამე გოლი. საუბარი რა თქმა უნდა მიულერის მხრიდან ბლოკირებაზეა. ფეხბურთში ასეთი საქციელი აკრძალულია. რობენი მარტივად გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და “ბარსელონას” გაუტანა, მაგრამ თამაში წესების თანახმად, უნდა გაჩერებულიყო. ყურადღება მიაქციეთ, რომ არბიტრი ამ ეპიზოთს ორი მეტრი სიშორიდან უყურებს.

[media=http://www.youtube.com/watch?v=xOfgr3Fo_XQ]

სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში ვიქტორ კაშაიმ და მისმა დამხმარეებმა, ამ მატჩისთვის ზედმეტად ბევრი შეცდომა დაუშვეს.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში