წარმოდგენილია კატალონიელების 2013/2014 წლების სეზონის პირველი ფორმა, იტყობინება El Mundo Deportivo.
საშინაო ფორმა, ტრადიციულად ლურჯ-ბროწეულისფერ ფერებშია გაკეთებული. ასევე მაისურზე წარმოდგენილი იქნება კატალონიელთა სპონსორის, Qatar Airways-ის რეკლამა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ”ბარსელონას” მეორე ფორმა, რომლის ფოტოც ინტერნეტ-სივრცეში ჯერ არ გავრცელებულა, გაკეთებული იქნება კატალონიის დროშის (ყვითელ-წითელ) ფერებში.
