”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ მას არ უკვირს მისი თანაგუნდელის, ლიონელ მესის საოცარი მიღწევები, იტყობინება ესპანური პრესა.
არგენტინელი ვუნდერკინდი უკვე არის ”ოქროს ბურთის” ოთხგზის მფლობელი. აღსანიშნავია ისიც, რომ მას დიდ ფეხბურთში წინ კიდევ ბევრი წელი აქვს.
”მესის საოცარი მიღწევების საერთოდ არ მიკვირს. არ მიკვირს არც ისიც, რომ მისი პროგრესირება წლიდან წლამდე ჯერ კიდევ გრძელდება. ლეოს მთავარი ძალა სტაბილურობაშია. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი მცირე ასაკი. მას თამაშის გასაუმჯობესებლად წინ კიდევ დიდი დრო აქვს. მესის თავისუფლად შეუძლია ამა თუ იმ მატჩის ბედის გადაწყვეტა და მისი თითოეული გამოჩენა მოედანზე გულშემატკივარს ბედნიერებას ანიჭებთ.” – განაცხადა ანდრესმა.
