”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, თუ რა რაოდენობის თანხა უნდა დახარჯოს კატალონიურმა კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.
”ბარსას” ხელმძღვანელობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ გუნდი ზაფხულში 50 მილიონ ევროს დახარჯავს. ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას იღებდნენ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ, კლუბის სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა და კლუბის პრეზიდენტი – სანდრო როსელი.
აღსანიშნავია ისიც, რომ კლუბის ხელმძღვანელობის ამგვარი შეკრება სანდრო როსელისთვის პირველი იქნება.

