მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შვაინშტაიგერი “ბარსელონასთან” ითამაშებს

შვაინშტაიგერი “ბარსელონასთან” ითამაშებს

“ბაიერნის” ნახევარმცველმა კოჭის დაზიანება მოიშუშა.

მოგეხსენებათ, კოჭთან დაკავშირებული პრობლემების გამო “რეკორდმაისტერის” ლიდერმა “ჰანოვერთან” (6:1) დაპირისპირება გამოტოვა და “ბარსელონასთან” გასამართ პირველ მატჩში მისი მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

ახლა კი, “ბაიერნის” ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ ბასტიანს ყველაფერი წესრიგში აქვს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნისა” და “ბარსელონას” თამაში სამშაბათს, 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში