”ბარსელონას” ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა, რომელიც ”ლევანტესთან” დაპირისპირებაში ერთადერთი გოლის ავტორი გახლდათ, განაცხადა, რომ გუნდი ჩემპიონობის მოსაპოვებლად აგრძელებს მუშაობს.
”ლა ლიგის ტიტული უკვე ძალიან ახლოსაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ”ლევანტეს” დამარცხება, რადგან ამ ჩემპიონატში თითოეულ მატჩს ოქროს ფასი აქვს. შეიძლება ბევრი ფიქრობს, რომ დარჩენილი თამაშების შედეგს ჩვენთვის აზრი აღარ აქვს, მაგრამ ეს ასე არ არის. იმისათვის, რომ ცხრილში თავი კომფორტულად ვიგრძნოთ, უნდა განვაგრძოთ თავჩახრილი მუშაობა.” – ციტირებს ფაბრეგასს Sport.es
