მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: “მესის აღდგენითი პროცესები ძალიან კარგად მიმდინარეობს”

სუბისარეტა: “მესის აღდგენითი პროცესები ძალიან კარგად მიმდინარეობს”

“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ ბარძაყის კუნთის ტრავმის შემდგომ გუნდის თავდამსხმელის ლიონელ მესის სარეაბილიტაციო კურსის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

“ლეოს აღდგენითი პროცესები ძალიან კარგად მიმდინარეობს. უბრალოდ ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ მესი დაესვენებინათ და “ლევანტესთან” მატჩში იგი მოედანზე არ შეეშვათ”, – განაცხადა სუბისარეტამ.

შეგახსენებთ, რომ მესიმ თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში უკვე განაახლა. ასე რომ, დიდი ალბათობით, არგენტინელი მწვანე მინდორზე “ბაიერნის” წინააღმდეგ გასამართ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ დაპირისპირებაში დაბრუნდება, რომელიც გერმანიაში 23 აპრილს გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში