დღეს, თბილისის დროით 22:00 გაიმართება მატჩი ”ბარსელონასა” და ”ლევანტეს” შორის. ”კამპ ნოუ” ვალენსიელებისთვის ტკბილ მოგონებებთან ნამდვილად არ ასოცირდება. მათ მიერ ჩატარებული თითოეული მატჩი ამ არენაზე ყოველთვის ”ბლაუგრანას” გამარჯვებით სრულდებოდა.
შესანიშნავი დაცვა, რომელიც კამპ ნოუზე მუდამ ირღვევა
ხუან იგნასიო მარტინესის გუნდი მთელ ლა ლიგაში გამორჩეულია თავისი დაცვის უნარით. მათ ჰყავთ ხუანფრანი, დავიდ ნავარო, სერხიო ბალესტეროსი და კიდევ ბევრი სხვა ძლიერი მცველი, მაგრამ ”ბარსასთვის” ეს ბარიერი დიდ საფრთხეს არასდროს არ წარმოადგენდა. კატალონიელებისა და ვალენსიელების შორის ჩატარებული მატჩები ყოველთვის გამოირჩეოდა უხვგოლიანობით და ”ბარსელონას” სრული დომინაციით.
”ბარსას” ამ გუნდის წინააღმდეგ კამპ ნოუზე 25 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 7 გაშვებული. რაც საშუალოდ ნიშნავს, ერთ მატჩში 3,6 გოლის გატანას და ზუსტად 1 გოლის გაშვებას.
რაც შეეხება წინა სეზონს, ”ბლაუგრანამ” შეძლო ”ლევანტეს” დამარცხება ანგარიშით 5:0. იქ თავი გამოიჩინეს სესკ ფაბრეგასმა, ლიონელ მესიმ, ისააკ კუენკამ და ალექსის სანჩესმა. ხოლო 2007/2008 წელს, ეტო’ოს ჰეთ-ტრიკისა და ჩავის და მესის თითო თითო გოლების წყალობით ”ბარსელონამ” 5-1 დაამარცხა ვალენსიელი მეტოქე.
მოგებათა სერია ჯერ კიდევ 1960-იანებში დაიწყო
მე მოგახსენეთ, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ნათამაშები მატჩები, რაც შეეხება მოგებათა სერიის დასაწყისს, ყველაფერი 1960-იანებში დაიწყო. ”ბარსელონამ” შეძლო 6-2 და 4-2 გამარჯვება, შესაბამისად 1963/64 და 1964/65 სეზონებში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2004 წელს ”ლევანტეს” ”კამპ ნოუზე” სტუმრობა პირველი იყო 1965 წლიდან მოყოლებული.


