მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი: და მაინც “ბარსელონა”?

ნეიმარი: და მაინც “ბარსელონა”?

“სანტოსის” ბრაზილიელი ტალანტის მომავალთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სიახლე გავრცელდა.

ჯერ კიდევ გუშინ პრესა იტყობინებოდა, რომ ნეიმარი უახლოეს ზაფხულში “სანტოსის” დატოვებას არ აპირებს. თუმცა დღეს Goal.com ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ბარსელონამ” ნეიმარის ტრანსფერი პრაქტიკულად შეათანხმა.

ბოლო ინფორმაციაზე დაყრდნობით, უკვე ივლისის თვეში ნეიმარი “ბარსაში” გადაბარგდება. ბრაზილიელი თავდამსხმელის პირადი კონტრაქტის დეტალები და ის თანხა, რომელსაც “ბლაუგრანა” “სანტოსს” გადაუხდის, ჯერჯერობით პრესისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ “ბლაუგრანას” გარდა, 21-წლის ნეიმარის გადაბირება “ჩელსის”, “პარი სენ ჟერმენსა” და “მანჩესტერ სიტისაც” სურს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში