workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოიანი: ” რეალი ვერ იყიდის საუკეთესოებს,ისინი უკვე “ბარსაში” არიან.”

ბოიანი: ” რეალი ვერ იყიდის საუკეთესოებს,ისინი უკვე “ბარსაში” არიან.”

“ბარსელონას” ახალგაზრდა ტალანტი ბოიან კრკიჩი, რომელსაც “ბლაუგრანაში” დებიუტი 3 წლის წინ ქონდა, ახლა კლუბში მისი მეოთხე სეზონისთვის ემზადება და მას დიდი ენთუზიაზმითა და იმედებით ელის. კატალონიელს ჯერა, რომე ამ წელს იგი მოახერხებს გახდეს გუნდის სრულფასოვანი წევრი და შეძლებს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას.მისი თქმით, გასული 3 წელი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სასიკეთოდ აისახა მისი როგორც ფეხბურთელის განვითარებაზე.”ეს უკვე მესამე წელია რაც “ბარსას” ძირითად გუნდში ვარ და ახლა უკვე ჩემთვის ძალიან კარგადაა ცნობილი ის გარემო რაც კლუბში და დიდ ფეხბურთში სუფევს.ეს წლები დამეხმარა, რომ გავზრდილიყავი და მესწავლა ბევრი რამ.” გასული სეზონის მიწურულს კრკიჩმა მოახერხა კატალონიური გრანდის ძირითადი შემადგენლობის წევრი გამხდარიყო და მისი თქმით ეს დაეხმარა მას,რომ გამხდარიყო უფრო სტაბილური და ახლა დარწმუნებულია საკუთარ ძალებში.” ვფიქრობ ბოლო თამაშებით შევძელი დამემტკიცებინა ჩემი ძალა და ასევე ის, რომ შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში.” კრკიჩი ასევე შეეხო “მადრიდის რეალის” გაძლიერებას და აღნიშნა: “”რეალი” ან თუნდაც სხვა კლუბი შესაძლოა გაძლიერდეს,მაგრამ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები ამჟამად “ბლაუგრანას” შემადგენლობაში ირიცხებიან.” ბოიანმა ისაუბრა “ბარსას” ახალ შენაძენ დავიდ ვილიაზე და დაამატა, რომ იგი და მთელი კლუბი მხარდაჭერას უცხადებენ დავიდს.”ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ერთად, იქნება ეს ფლანგებზე თუ მოედნის ცენტრში.” კრკიჩი ძლიერ გაახარა ეროვნული გუნდის წარმატებამ სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალზე და დიდი სურვილი გამოთქვა ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე.

წყარო: sport.es

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში