”ბარსელონას” წარმომადგენელმა, ტონი ფრეიშამ განაცხადა, რომ ერიკ აბიდალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სამწვრთნელო შტაბი მიიღებს.
”კლუბის ხელმძღვანელობა აბიდალის კონტრაქტთან დაკავშირებით ისე მოიქცევა, როგორც სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს. ერიკი საზოგადოებისთვის მისაბაძი ადამინია, თუმცა მოდით მწვრთნელებს დავაცადოთ გადაწყვეტილების მიღება” – განაცხადა ფრეიშამ.
ერიკ აბიდალს კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. მისი გახანგრძლივება ავტომატურად იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში გუნდის მატჩების 60 პროცენტში მიიღებდა მონაწილეობას, ეს კი ავადმყოფობის გამო არ მოხერხდა. ახლა ყველაფერი სამწვრთნელო შტაბზე და ერიკის ფიზიკურ ფორმაზეა დამოკიდებული.
