მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დღეს მესი სრული დატვირთვით ივარჯიშებს

დღეს მესი სრული დატვირთვით ივარჯიშებს

როგორც უკვე შეგატყობინეთ, “ბარსელონას” ფორვარდმა ლიონელ მესიმ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო.

დღეს კი არგენტინელი თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშებს. შაბათს მას სამედიცინო ტესტების გავლა მოუწევს. თუ შედეგები დამაკმაყოფილებელი იქნება, მაშინ შესაძლოა არგენტინელი ვარსკვლავი ესპანეთის ჩემპიონატის უახლოესი ტურის შეხვედრაში მოედანზე ვიხილოთ, სადაც კატალონიელები “კამპ ნოუზე” “ლევანტეს” დაუხვდებიან. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი Sport.

შეგახსენებთ, რომ ლეოს ბარძაყის კუნთთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა. მან უკვე გამოტოვა “სარაგოსას” (3:0) წინააღმდეგ გამართული მატჩი. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ მესი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ბაიერნთან” გასამართ დაპირისპირებამდე გამონჯამრთელებას მოასწრებდა, ხოლო “ლევანტესთან” შეხვედრას გამოტოვებდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში