“ბარსელონას” მცველმა მარკ ბარტრამ განაცხადა, რომ გუნდში მაღალი კონკურენცია მას არ აშინებს, იტყობინება ესპანური პრესა.
ბარტრა იმისათვის იბრძვის, რათა კატალონიურ გრანდში უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა გააჩნდეს.
“სეზონის დასაწყისში მწვრთნელებმა ნდობა გამომიცხადეს, თუმცა კარგად ვიცოდი, რა გუნდში ვთამაშობ. შესაძლოა საბრძოლო სულისკვეთებაც დამეკარგა, თუმცა შემეძლო ჩემს სურვილებზე და ამბიციებზე მეფიქრა. ვიცოდი, რომ ამ კლუბში ჩემი დრო შესაძლოა ამოწურულიყო, გუნდის ფეხბურთელების დონის გათვალისწინებით. ახლა ყველა ჩემი აზრი მხოლოდ “ბარსელონას” უკავშირდება. დიდი სათამაშო დრო არ გამაჩნია, თუმცა ყველაფრით კმაყოფილი ვარ”, – განაცხადა ფეხბურთელმა.
