კულეური სითბო !
მანამდე სანამ ეს კლუბი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდებოდა და მკითხავდნენ რით ხსნი დაძაბულობას და ცუდ ხასიათი როგორ ცდილობ გამოიკეთო ვეტყოდი , რომ მხიარული სიმღერით , იუმორისტული ჟანრის ფილმით და ა.შ , მაგრამ დღეს , როცა ჩემს ცხოვრებაში არის ეს კლუბი უბრალოდ ერთი წარმატება , ერთი სასიხარულო ამბავი , ვიდეოს ყურება და დაძაბულობა და ცუდი მუხტი თავისით ქრება ..
ჰოო.. ახლა კერძოდ სტატიის თემას მივუბრუნდეთ , მაგრამ რთულია ისაუბრო იმაზე რასაც ჩემი სტატია ეხება.. ამ ყველაფერს ჩვენ ! კულეები ვამბობთ ..
რამდენიმე მაგალითს მოვიყვან , რომელიც ჩემს და ჩვენს ირგვლივ ხდება :
რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ ტრანსპორტში ასეთ სიტუაციას შევესწარი : ”ბარსას” მაისურით ბიჭი , რომელიც ალბათ გარშემო მყოფებისგან დაბალი სოცილური ფენით გამოირჩეოდა თინეიჯერი მადირიდისტა ბიჭების დაცინვის ობიექტი გახდა ! რა თქმა უნდა ამაზე თვალის დახუჭვა არ და ვერ შევძელი და ამ დღის შემდეგ მე და მათე კარგი მეგობრები ვართ .. თავის წარსულზე ბევრი რამ მომიყვა , რომელიც ძალიან სევდიანი და ბნელი იყო .. მას ლოთი მამა ჰყავს მათეს კი თურმე ხშირად უწევს მამის შუერაწყოფის ატანა.. ერთადერთი რაც მას ღიმილს ჰგვრის ეს კლუბი და მისი წარმატებებია .. მაგალითი , რომელიც გვასწავლის , რომ უნდა დავფიქრდეთ სანამ რამეს ვიტყვით !
ჩემი ბიძაშვილი 10 წელია ესპანეთში იმყოფება , ქალაქ ბარსელონაში .. ბავშობიდან ამ კლუბის ფანია და დიდი ხნის ოცნებაც აიხდინა .. მართალია იქ სამუშაოდ არის , მაგრამ არცერთ ”ბარსას” მატჩს არ ტოვებს ..
თავიდან სანამ საქმეს აიწყობდა ვერ გვიკავშირდებოდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ , როდესაც დარეკა და მისი ემოციები თავის ოცნების ასრულებასთან დაკავშირებით ვკითხე მითხრა , რომ მეორე სამშობლო იპოვა ! შეიძლება ეს სიტყვები ბევრი ადამიანის კრიტიკა გახდეს , მაგრამ ბარსელონა ზუსტად ის ქალაქია , რომელიც ჩვენია ! წარმოიდგინეთ რა სასიხარულო შეგრძნებაა როცა დააბიჯებ იქ სადაც შენი საყვარელი ფეხბურთელები , როცა უყურებ მათ თამაშს , როდესაც იზიარებ სიხარულს მათთან ერთად .. თუმცა ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ რადგან ყველას თავისი აზრი ექნება ამასთან დაკავშირებით ..
ჩემი ბავშვობის მეგობარი , რომელიც ასევე ”ბარსელონას” თავგადაკლული ფანია დაახლოებით ერთი კვირის წინ მსუბუქ ავარიაში მოყვა .. წამლებისგან გაბრუებული , როდესაც გონს მოვიდა პირველი მკითხა თუ ვის დაუპირისპირდებოდა ”ბარსელონა” ..
ჩემი ახალი მეზობელი , რომელიც რუსეთიდან ჩამოიყვანეს გონებრივად შეზღუდულია ისევე , როგორც ფიზიკურად.. ვერ მოძრაობს , ვერ ჭამს , ვერ ლაპარაკობს .. ერთადერთი რაზეც ის რეაგირებს ”ბარსას” ჰიმნია..
ალბათ ხვდებით რას ეხება ჩემი სტატია და იმასაც კარგად ხვდებით , რომ ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა რთულია .. ეს დღევანდელი რეალობაა და სიყვარულია კლუბისადმი .. ეს ის არის რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს ! ალბათ ძნელი წარმოსადგენია ის ამბები რაც მე მოვყვევი , მაგრამ ის ვინც ნამდვილი კულე არ არის ამ გრძნობას ვერ გამოცდის ..
იმ ერთობაზე მინდა გელაპრაკოთ რასაც ჩვენ ვატარებთ ! ეს ჩვენი კლუბის სიყვარული და გვერდში დგომაა .. სევდიანი სტატია გამომდის და ჩანაფიქრში სულაც არ იყო ამის სურვილი , რომ ასეთი გამოსულიყო , მაგრამ ..
როგორი შეგრძნებაა იყო კულე და რა რეფლექსები გვაერთიანებს ?
თუ ხარ კულე ხარ ამაყი ! ამაყი ადამიანები ყველაზე მეტად მაღიზიანებს , მაგრამ აი ის სიამყე .. კლუბი , რომ გეამაყება და ფეხბურთელები ! წარმატება ! ეს სულ სხვა შეგრძნებაა .. როგორი შეგრძნებაა იყო კულე ? საოცარი ! როცა შენზე ამბობენ , რომ კულეა .. გულს , რომ უხარია !
რა რეფლექსები გვაერთიანებს ?
თამაშზე ყველა კულე , რომ ზის და დაძაბული უყურებს და გოლზე უცბად ყველა ერთად , რომ წამოიშლება .. ვინც სად არის იქ ! ყვირილი ! სიხარული ! დაუფარავი ემოცია ! და მეორე დღისით გარეთ ისევ ამაყი ! და მაინც კიდევ რა გვაერთიანებს ? ტკბილი მოგონებები ! რომლებიც კლუბს უკავშირდება !
სტატიის კითხვისას შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩეთ რა ვქნა ამ კლუბს არ წაუგია ? როგორ არ წაუგია , მაგრამ ის წაგება , რომ კიდევ უფრო გარწმუნებს კლუბის სიყვარულში .. რომ ამაგებ და მაინც ამაყი ხარ ! რატომ ? იმიტომ , რომ ღირსეულად მარცხდება შენი კლუბი .. კიდევ რატომ ? იმიტომ , რომ ღირსეული კლუბია ღირსეული ფეხბურთელებით ! კიდევ რატომ ? იმიტომ , რომ გუნდში ქველმოქმედები გვყავს , რომლებიც ბევრ კეთილ საქმეს ემსახურებიან !

ხშირად მეკითხებიან რატომ მიყვარს ეს კლუბი და ფეხბურთი .. ვჩუნდები და ვაძლევ დროს , რომ მიხვდნონ , მაგრამ შემდეგ ვხვდები , რომ ამის მიხვედრას ის მცერეოდენი დრო კი არა მთელი ცხოვრება სჭირდება .. თუ ამისთვის არ ხარ დაბადებული ვერც გაიგებ ! შემდეგ ვხვდები , რომ ფეხბურთი ყველაფერია .. ფეხბურთი შემოქმედებაა .. ხელოვნება , რომელსაც ხელოვანები ქმნიან და სამუდამოდ ტოვებენ ჩვენს გულში ! ჩვენ ფეხბურთი გულშემატკივრები სხვა სამყაროში ვცხოვრობთ ! რომელიც ზიზღსაც მოიცავს , მეტოქის განადგურების სურვილსაც , სიყვარულსაც , სევდასაც , სიხარულსაც და ბევრს ძალიან ბევრ ემოციას ! ვისაც ამ ყოველივეს გაგება არ შეუძლია ალბათ ბოლომდე ცხოვრების ხიბლსაც ვერ გაიგებენ ! ვერ იგრძნობენ იმ ადრენალინს , რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ! მეცოდებიან კიდეც ისინი რადგან ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტი კი არა ! ყველაზე მთავარი არ უნახავთ და არ უგვრძნიათ !
ჩვენ კი კულეებო და ძვირფასო მომხარებლებო ფეხბურთომანები ვართ ! კულეები ვართ და უნდა ვიამაყოთ ამით !
ჩვენ ერთნი ვართ ! ერთი სიხარული .. ერთი მიზნები .. ერთი ემოცია გვაერთიანებს ..
ჩვენ ვართ მეტნი ვიდრე გულშემატკივარნი !
[media=http://www.youtube.com/watch?v=xJVx9_3fze8]
[media=http://www.youtube.com/watch?v=M3jNp8SObBo]
[media=http://www.youtube.com/watch?v=d5wO0fbOsZo]
სპეციალურად Barcamania.Ge-სთვის
ჯერემი რენერი
