კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ჩავი ერნანდესმა ზოგადა ფეხბურთზე ისაუბრა.
“შეიძლებ მატჩი დასრულდეს შენთვის სასარგებლო ანგარიშით, მაგრამ გაგიჭირდეს მატჩის მსვლელობისას. ანგარიში მატყუარაა. შეიძლება ითამაშო შესანიშნავად, არ დაუშვა არცერთი შეცდომა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო. მსგავსი რამ ფეხბურთში ყოველთვის ხდება.”
“ამიტომ უნდა გააკეთო, რაღაც უფრო მეტი ვიდრე იფიქრო მხოლოდ შედეგზე. შედეგი თავისით მოვა თუ ფეხბურთს განსაკუთრებული სურვილით ითამაშებ. შენს თავს მობილიზაცია უნდა გაუკეთო და იფიქრო მხოლოდ თამაშზე.” – დაასრულა ჩავიმ.
