გერმანული “შალკეს” მცველი კრისტოფ მეტცელდერი ფიქრობს, რომ ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდუს შორის საუკეთესოობას ჩემპიონთა ლიგა გადაწყვეტს.
“ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგა “ოქროს ბურთის” ვინაობას გადაწყვეტს. ორივე ფეხბურთელი ლეო მესიცა და კრიშტიანო რონალდოც საუკეთესოები არიან და თავს არ ზოგავენ გუნდისთვის. ამ შემთხვევაში პორტუგალიელს უფრო დიდი შანსები აქვს, რადგან მას არ აწუხებს ტრავმა როგორც მესის.”
“კრიშტიანო რონალდოს ვიცნობ და ის ნამდვილი მეგობარი და პარტნიორია. სამწუხაროდ ლეო მესის არ ვიცნობ და მის პიროვნებაზე ვერაფერს გეტყვით, რონალდუ კი მხიარული ადამიანია.” – დაასრულა მეტცელდერმა.
