workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სტატისტიკა ბარსას მხარესაა

სტატისტიკა ბარსას მხარესაა

თუკი სტატისტიკას დავუჯერებთ 2010/11 წლების სეზონი “ბარსელონას” კიდევ ერთი ტრიუმფით უნდა დასრულდეს. შესაბამისად კენჭისყრის დროს “ბარსას” გაცილებით მეტად გაუმართლა, ვიდრე “მადრიდის რეალს”. საერთო ჯამში, შემდგარი კალენდარი ორივე გუნდისთვის ალბათ თანაბარი სირთულისაა. თუმცა კატალონიური გაზეთი “სპორტი” ყურადღებას ამახვილებს პირველი ტურის მატჩებზე.

როგორც მოგეხსენებათ, “ბარსას” პირველი მეტოქე სანტანდერის “რასინგი” იქნება, ხოლო მადრიდელები “მალიორკას” ესტუმრებიან. თუკი “ლა ლიგის” ისტორიას გადავხედავთ, ჯერჯერობით არცერთ გუნდს, რომელმაც პირველ ტურში “მალიორკასთან” ითამაშა, სეზონი გამარჯვებულის რანგში არ დაუსრულებია.

მეორეს მხრივ, იმ 20 სეზონიდან, რომლებშიც “ბარსელონას” ტიტული აქვს მოპოვებული, “ბლაუგრანას” 3ჯერ მოუხდა გახსნით მატჩში “რასინგთან” დაპირისპირება. ეს მოხდა 1929, 1999 და 2005 წლებში.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ “ბარსელონას” ეკუთვნის რეკორდი ზედიზედ სადებიუტო მატჩების მოგების მხრივ, რომელიც სულ 12 თამაშს ითვლის. 1952დან 1963 წლამდე კატალონიელებმა ყველა გახსნითი თამაშის მოგება მოახერხეს.

წყარო: totalbarca.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward