კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელის ჟერარდ დეულოფეუს აგენტმა ხინეს კარვახალმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი “ბარსელონას” დატოვებას არ აპირებს.
“ამჟამად კონტრაქტის გახანგრძლივების პორცესში ვართ. ეს ჩვენი მხრიდან პრობლემას არ შექმნის. მათ შეუძლიათ გაგვიხანგრძლივონ კონტრაქტი იმდენჯერ, რამდენჯერაც ამას “ბარსელონა” მოითხოვს. ჩემი კლიენტი აქ ბედნიერია და არ სურს კლუბისა და საცხოვრებლის შეცვლა. ის წარმატებით ასპარეზობს სეგუნდა დივიზიონში და როცა საჭიროდ ჩაითვლება, ის პირველ გუნდს შეუერთდება.”
“შემოთავაზებები არის, თუმცა ამის გახმაურებას აზრი არ აქვს. ყველა შემოთავაზების უარით გასტუმრება მიწევს. რა თქმა უნდა სიაში დიდი გუდნებიც არიან, მაგრამ დასახელებისგან მოვერიდები.” – დაასრულა კარვახალმა.
აქვე გეტყვით, რომ ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის “რეალს” დეულოფეუს შეძენა სურდა და გადაიხდიდა ნებისმიერ თანხას.
