მიუნხენის ”ბაიერნის” და მადრიდის ”რეალის” ყოფილი ფეხბურთელი პოლ ბრაიტნერი, თვლის რომ ნეიმარი აუცილებლად უნდა გადმობარგდეს ევროპაში, იტყობინება სამხრეთ-ამერიკული პრესა.
ბრაიტნერი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ბრაზილიელ ვარსკვალვს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობაზე პრეტენზია.
”შემიძლია მოვიყვანო ”ბარსელონას” თავდამსხმელის, ლიონელ მესის მაგალითი. პროფესიონალური კარიერა არგენტინაში, რომ დაეწყო ვერასდროს ვერ გახდებოდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. იგივე ეხება ნეიმარსაც. თუ მას უნდა, რომ ამ ტიტულზე პრეტენზია ჰქონდეს, აუცილებლად უნდა გადაბარგდეს ევროპაში.” – აცხადებს ბრაიტნერი.
