ალექს სონგი, ადამიანი ჰიტი

ალექს სონგი, ადამიანი ჰიტი

2012 წლის 6 აგვისტოს ღირსშესანიშნავი დღე იყო, მისმა მუქი ფერის ხელმა ხელი მოაწერა კონტრაქტს “ბარსელონასთან”. ალბათ თავში უტრიალებდა უკვე აზრები, როგორ იგებდა ტიტულს ტიტულზე იმ კლუბთან ერთად, რომელიც უბრალოდ მეტია ვიდრე კლუბი. მერე გაიღიმა და სიტყვაც მოაყოლა: “-მინდა უამრავი ჯილდო მოვიგო. უკანასკნელ ხანებში “ბარსელონამ” ბევრი მწვერვალი დაიბყრო და მე მოხარული ვარ ამ გუნდში მოხვედრით, ვინაიდან მე ჯერ კიდევ არაფერი არ მომიგია.”

ფეხბურთელი აცნობიერებდა, რომ ის განსაკუთრებულ მიწაზე იმყოფებოდა, მიწაზე, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ევროპის საფეხბურთო მექად გადაიქცა. მავანი იტყვის, რომ სონგი ბარსელონაში მუყაითი შრომის შედეგად აღმოჩნდა, სინამდვილეში კი ეს მისი სიმღერის გაგრძელებაა.  

 

სახელი: ალეწსანდრე დიმიტრი სონგ ბილონგი

დაბადების თარიღი: 1987 წლის 9 სექტემბერი

დაბადების ადგილი:  დუალა, კამერუნი

სიმაღლე: 185სმ.

წონა: 74კგ.

ოჯახური მდგომარეობა:დაქორწინებული, ყავს ორი შვილი

 

1-ელი კუბლეტი. დავიწყებული აფრიკული მოტივი

გაკვეთილების ბოლოს ძველი ფრანგული სკოლის შესასვლელთან იდგა პატარა ბიჭუნა, რომელსაც ფოლაქებივით დიდრონი თვალები სევდით ქონდა სავსე და მოწყენილობა ემჩნეოდა. უსამართლობის შეგრძნება მის ბავშურ სათუთ და მგრძნობიარე პიროვნებას აწამებდა. ის ხედავდა მის ბედნიერ თანაკლასელებს, რომლებიც ფეხბურთს თამაშობდნენ და მერე მშობლებს მიყავდათ სახლში, იგი დიდხანს იყურებოდა, მაგრამ მამას ვერ ხედავდა.

“-როდესაც სკოლაში დავდიოდი ჩემს კლასელებს ვუყურებდი, როგორ მიჰყავდათ ისინი სახლში მშობლებს. მე კი მამა არ მყავდა და მას ვერ ვხედავდი. ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის.”

ალექსი მამის გარეშე 3 წლის ასაკში დარჩა და მას მკაცრად, მაგრამ ძლიერად დედა, ქეთრინი ზრდიდა. ის ცდილობდა, რომ მას არაფერი მოკლებოდა, მაგრამ დაბალმა ეკონომიკურმა განვითარებამ და იმ სიღარიბემ, რომელიც კამერუნში არსებობდა დედა აიძულა, რომ შეეკრა ბარგი და უკეთესი ცხოვრების ძიებაში საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო, კერძოდ კი საფრანგეთში. სონგებმა კაკაოს ქვეყნის დატოვების შემდეგ თავი პარიზის გარეუბანს, ლეს ლილასეს შეაფარეს. რამდენიმე წელიწადში კი დედაქალაქის შემოგარენში, სენ ოუენში გადავიდნენ, რომელიც სახელგანთქმულია ევროპაში ყველაზე დიდი ბაზრით. ვაჭრის როლში ყოფნა პატარა ალექსს სულაც არ სიამოვნებდა, რაც გასაგებიცაა, მისი სახლის ფანჯრიდან ხომ ადგილობრივი კლუბის “რედ სტარის” მოედანი მოჩანდა. მისდასაბედნიეროდ “მეტცის” ღირსება დაუცვია მის ბიძაშვილს რიგობერ სონგს, რომელმაც დედა დაარწმუნა, რომ ალექსისთვის უფლება მიეცა ფეხბურთი ეთამაშა და ფეხბურთელობაზე ეოცნება. ასე მოხვდა 12 წლის ასაკში სონგი ფეხბურთში. 

 

2-ე კუბლეტი. კუნძულიდან კუნძულზე

“რედ სტარში” ვარჯიშით ალექსი უდიდეს სიამოვნებას ღებულობდა, შეიძინა ახალი მეგობრები, რომლებთან ერთადაც საერთო საქმე აკავშირებდა. თუმცა ამ მოკრძალებულ კლუბში დიდხანს მის დარჩენას ხელი შეეშალა… და შეუშალა საკუთარ თავს თვითონ! როგორც აღმოჩნდა ბიჭი მისი ასაკისთვის “შეუფერებელი” თვისებებით იქნა აღჭურვილი, მოკლედ რომ მოვჭრად ის უსაზღვროდ ნიჭიერი აღმოჩნდა. ერთ-ერთ საბავშვო შეჯიბრზე “პარმას” წინააღმდეგ ის სათავისოდ შეიგულეს ბასტიის სკაუტებმა. კლუბის წარმომადგენლებმა არ გააჯანჯლეს და სასწრაფოდ ლურჯების შემაგდენლობაში გადასვლა შესთავაზეს. სონგმაც პასუხი სწრაფად ვერ გასცა, ვინაიდან დედა რა თქმა უნდა ამ მოგზაურობის წინააღმდეგი იქნებოდა, ეს მოლაპარაკება საკუთარ თავზე კუნძულელთა მწვრთვნელმა, ფრანსუა ჩიკორინიმ აიღო. საბოლოოდ ალექსი “ბასტიას” ახალგაზრდულ გუნდში აღმოჩნდა. მისიე ჩიკორინიმ კი სონგს მშობელი დედა და მამა შეუცვალა, მისი ნიჭის განვრცობაში მან შუფასებელი წვლილი შეიტანა. 

წამი-წამს მისდევდა და წუთებად გარდაიქმნებოდა, დღეები გარბოდა, წელი-წელს მიყვებოდა და ალექსანდრეც ბავშვიდან მოზარდად გადაიქცა. ჩიკორინი “ბასტია ბ-ს” მწვრთვნელად დაინიშნა და სონგიც რაღათქმა უნდა მას გაყვა. ერთი წლის შემდეგ, 2004 წელს კი საერთოდ “ლომების” შემადგენლობაში ლიგა 1-ში სონგის დებიუტიც შედგა.

როგორც ცნობილია ხანდახან მშობლიურ ფრანგულ მიწაზე ერთი ჭკვიანი ფრანგი, სახელად არსენი ბრუნდება და ცდილობს ნიჭიერი ფეხბურთელები ჩაიგდოს ხელში. თავისი “ქორუბ მჭვრეტელი თვალებით” ის ყველას ათვალიერებს და საუკეთესოები თავისთან მიჰყავს, შესაბამისად მას არც ალექსანდრე სონგ ბილონგი გამორჩენია. “არსენალში” თაობის ცვლა მიდიოდა და ახალგაზრდები სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელნი იყვნენ ლონდონელთათვის. 2005 წელს კლუბი მისმა კაპიტანმა და ლიდერმა, პატიკ ვიეირამ დატოვა. მალე წავლენ დენის ბერგკამპი, რობერ პირესი, სოლ კემპბელი…

ლონდონურ კლუბში მიპატიჟება საკმაოდ მოულოდნელი სიახლე გამოდგა კამერუნელი ახალგაზრდისაათვის. არადა ჯერ კიდევ გუში ის მოკრძალებული “ბასტიის” მაისურით თამაშობდა დღეს კი მსოფლიო დონის ვარსკვლავების გვერდით უნდა ევარჯიშა, ეს იყო ზღაპარი, რომელიც სიზმარს გავდა. მან შეკრება ავსტიაში “არსენალთან” გაატარა და ბოლო-ბოლო ვენგერის სიმპათიაც დაიმსახურა, რომელმაც შანსი მისცა აფრიკელს. მან თავისი პირველი სეზონი ინგლისში იჯარის წესით გაატარა. თუმცა ეს საკმარისი იყო, რომ “მოწამლულიყო” “იპლ”-ით და ემოციებით, რომელიც მან ცემპიონთა ლიგაზე “თუნთან” მიიღო. საბოლოოდ იმ წელს ლონდონელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადიან, სადაც მარცხდებია… რაიკაარდის “ბარსელონასთან”.

ერთწლიანი “სინჯების” შემდგომ 18 წლის ნახევარმცველის კონტრაქტი ვენგერმა 1 მილიონ ფუნტად შეიძინა. ასე, რომ კამერუნელის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დადგა: სერიოზული კონტრაქტი, მაღალი დონე და პასუხისმგებლობა, ახალი გარემო და ახალი კოლექტივი. მიგრაცია ფრანგული კუნძულიდან ბრიტანულ კუნძულზე. 2006 წელს ახდა მისი ოცნება და დაქორწინდა, შეეძინა შვილი. ამრიგად სონგს გაუჩნდა ციხე, ფუნდამენტი, რომელზეც დაყრდნობა ნებისმიერ დროს შესძლებდა. 

“-მე ვოცნებობდი მყოლოდა ოჯახი, და უზომოდ მადლიერი ვარ ღმერთისა, რომ მან მე ეს ბედნიერება მარგუნა! მე მყავს მოსიყვარულე ცოლი და ორი შვილი, რომლებიც მთელი გულით მიყვარს და ვცდილობ, რომ მათ ყველაფერი მივცე, რაც აუცილებელია. ყოველდღე.”

 

მე-3 კუბლეტი. პროფესიონალური ზედამხედველობის ქვეშ

სანამ “არსენალის” ძირითად გუნდს შეერწყმებოდა ახალგაზრდა სონგი კიდევ ერთხელ გაემგზავრა იჯარით, ამჯერატ 2006/07წ.წ. სეზონის მეორე ნახევარი მან “ჩარლტონ ატლეტიკში” გაატარა. პროფესორი ვენგერი დარწმუნებული იყო მის ნიჭიერებაში და ზუსტად განსაზღვრა აფრიკელის ძალა და შესაძლებლობა. “ჩარლტონში” გატარებული ნახევარი სეზონი მას აშკარად წაადგა, ვინაიდან ლონდონში იგი ფიზიკურად გაძლიერებული დაბრუნდა, რაც ასე მნიშვნელოვანია პრემიერ ლიგისათვის.

მიუხედავად ყველაფრისა ალექსის ტრანსფორმაცია გრძელდებოდა. პირველი გუნდის სახეებად ნელ-ნელა როსიცკი, დენილსონი და ფაბრეგასი ყალიბდებოდნენ. ასე, რომ სონგის ტრანსფერი დროული აღმოჩნდა “არსენალისთვის”. არსენ ვენგერის ფრთის ქვეშ საკუთარ თავში დაუჯერებელი სონგი პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ჩამსლელ ნახევარმცველად ჩამოყალიბდა. სონგის კარიერა წინ მთელი ინერციით მიექანებოდა. მიუხედავად ყველაფრისა იგი უფრო და უფრო ხშირად ხვდებოდა ლონდონური გიგანტის სასტარტო შემადგენლობაში და სესაბამისად ფეხსაც იკიდებდა. შედეგმაც არ დააყოვნა და 2011/12 წ.წ. სეზონში კამერუნელი კლუბის მეორე საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს გულშემატკივრებმა, რობინ ვან პერსის შემდეგ.

სამართლიანობა მოითხოვს, რომ აღინიშნოს, სონგი უფრო სასარგებლო იყო შეტევების წარმოებაში ვიდრე მის მოეგერიებაში.

ევროპელი ჟურნალისტები მას კრიტიკას არ აკლებდნენ და წერდნენ, რომ ის საკმაოდ ხშირად კარგავდა პოზიციას და ბურთს, გარდა ამისა მას არადისციპლინურობაშიც სდებდნენ ბრალს. მაშინ როდესაც მან “ბარსელონასგან” მიიღო შემოთავაზება კრიტიკამ იმატა. ნელი, მძიმე და საერთოდაც ზარმაცი – სწორედ ასე მოიხსენიებდნენ მას და მის სარგებლიანობას კატალონიელთათვის ეჭვის თვალით შეჰყურებდნენ. თავად კი ამ ფაქტებს საერთოდ არ დაგიდევდათ. როდესაც გაიგო, რომ მისი შეძენა “ბარსელონას” სურდა მან ემოციები ვერ მოთოკა. ის მზად იყო დაეტოვებინა ის ადგილი სადაც ჩამოყალიბდა, დაეტოვებინა ის ვინც ჩამოაყალიბა…

… და არსენმაც გაუშვა…

მე-4 კუბლეტი. ჯერ კიდევ შეუსრულებელი კუბლეტი

როდესაც ის კონტრაქტს კატალონიურ კლუბთან აფორმებდა იცოდა, რომ დიდი რისკი გაწია, ვინაიდან მის პოზიციაზე “ბარსელონაში”, ხომ მსოფლიოს საუკეთესო ჩამშლელი ჰავბეკი, სერჟი ბუსკეტსი თამაშობდა, თუმცა მან გამოწვევა მიიღო და კატალონიაშიც აღმოჩნდა. ალბათ არც უფიქრია, რომ ის მკვლელი-გუნდის სასტარტო თერთმეტეულში უცბადვე ჩაჯდებოდა. გულსემატკივრებსაც ესმოდათ ეს, ესმოდათ და ახსოვდატ, რომ სონგის ადგილი “ბარსელონაში” მეტად უნივერსალურ ფეხბურთელს, სეიდუ კეიტას ეკავა რამდენიმე წლით ადრე.

სონგის დებიუტი “ბარსაში” 2012 წლის 30აგვისტოს შედგა, კატალონიელთა დაუძინებელი მტრის, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ. პირველი გოლი კი 17 ნოემბერს გაიტანა ახალი კლუბის მაისურით “სარაგოსას” წინააღმდეგ.

აგვისტოში ბარსელონას ერთ-ერთ უძვირესი სასტუმროს წინ იდგა შავკანიანი, მაღალი ათლეტური აღნაგობის ადამიანი. მის გაბადრულ სახეზე ღიმილი იყო, ის ხომ ხვალ პლანეტის საუკეთესო კლუბის წევრი გახებოდა. ავტოგრაფები, ფოტოების გადაღება, პრეს-კონფერენცია. ეს ყველაფერი ხვალ. ხვალიდან ჟღერას დაიწყებს ახალი კუბლეტი ადამიანი ჰიტის ცხოვრებიდან…

 

სტატია მოამზადა მამუკა უგრეხელიძემ (Busquets) 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია