კატალონიის “ბარსელონას” აგენტმა ანდრე კიურიმ განაცხადა, რომ კატალონიელებისთვის პრიორიტეტი სატრანსფერო ფანჯრის დროს ბრაზილიელი ნეიმარ ჯუნიორია.
” “ბარსელონა” ძალიან დაინტერესებულია ნეიმარის შეძენით. ის სიაში პირველია. “ბარსელონა” თითქმის არ ანხორციელებს ტრანსფერებს, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ჩვენ გვინდა მისი შეძენა. ჩვენ დავიწყებთ მოქმედებას მაშინვე, როცა ის “სანტოსის” დატოვების სურვილს გამოთქვამს.”
“მესი, ჩავი და ინიესტა მას გაშლილი ხელებით ელიან. როდესაც ნეიმარი გუნდში მოვა, “ბარსელონა” მესიზე დამოკიდებული არ იქნება, რადგან გუნდში ორი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გვეყოლება.” – დაასრულა კიურიმ.
