კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა აქტიურად ეძებს ვიქტორ ვალდესის შემცვლელს, კატალონიელებმა კი ერთ-ერთ კანდიდატად “ხეტაფეს” გოლკიპერი მიხელ ანხელ მოია განიხილება.
ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ 29 წლის მოიას “ბარსელონა” უკვე დიდი ხნის მანძილზე აკვირდება და ეს მას შემდეგ არ მომხდარა, რაც ვალდესმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.
“ხეტაფე” კიპერის დათმობას პარტივად არ აპირებს. მათ სურთ მიგელის შენარჩუნება გუნდში, რომელიც ძირითადის ფეხბურთელია და მყარად იცავს მადრიდელების კარს. თუმცა დასახელდა სატრანსფერო თანხა, 6 მილიონი ევრო, რომლის შემდეგაც “ხეტაფეს” ხელმძღვანელობა მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდება.



