ალექსისს ძალიან ბევრს აკრიტიკებენ, დიდი წნეხის მიუხედავად ჩილელი მუდმივად იზრდება როგროც ფეხბურთელი , აჩვენებს საკმაოდ კარგ დონეს და მნიშველოვან ადგილს იკავებს გუნდში.
არც “სარაგოსასთან” მატჩი იყო გამონაკლისი. ალექსისმა თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყო და ლიდერის ფუნქციებს ინაწილებდა ტელიოსთან და სესკთან ერთად. პირველივე წუთებიდან ჩილელი ძალიან აქტიურობდა. სწორედ სანჩესის პასის მეშვეობით შეძლო ტიაგომ ანგარიშის გახსნა. ამ პასის შემდეგ ალექსის სანჩესს სეზონის განმავლობაში შვიდი საგოლე გადაცემა დაუგროვდა და ლიდერთა ოთხეულში მოხვდა. მას მხოლოს ინიესტა, სესკი და მესი უსწრებენ რომელთაც შესაბამისად: 13, 11 და 10 საგოლე გადაცემა აქვთ.
ალექსისმა დღეს გოლის გატანა ვერ შეძლო, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მისი მთავარი ფუნქციაა არაა, ასევე უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ სანჩესს ორი საკმაოდ კარგი შანსი ჰქონდა გოლის გატანის. პიველი შანსი მეორე ნახევრის პირველივე წუთებზე გაუშვა ხელიდან, ხოლო მეორედ გოლის გატანაში ხელი ჩილელს “სარაგოსელთა” მეკარემ შეუშალა.
