მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უნიკალურობა, სახელად “ბარსელონა”

უნიკალურობა, სახელად “ბარსელონა”

მინდა სტატია მიუძღვნა “ბარსელონას” ყველა გულშემატკივარს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, რელიგიისა და პოლიტიკური შეხედულებისა.

დიახ, “ბარსელონა” უნიკალურია, თავისი სათამაშო სტილითა და მორალით. “ბარსელონა” ერთიანი პიროვნებაა თავისი გულშემატკივრებითურთ. პეპ გვარდიოლას ერთხელ დაუსვეს შეკითხვა: ” რას ეტყვით პატარებს, რომლებიც გუნდია წარუმატებლბობის დროს ტირიან და განიცდიან გუნდის ყველა ქმედებას?” გვარდიოლამ კი მოკლედ, ღიმილით უპასუხა: ” კეთილი იყოს მათი მობრძანება კლუბში!”. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და მოემზადეთ ხანგრძლივი თავგადასავლებისთვის.

გუნდში ორ მნიშვნელოვან ადამიანს აღმოაჩნდა კიბო, დაავედება განმეორდა, ყველაზე ტრავმირებადი გუნდი ევროპაში, ყველაზე დაჩაგრული გუნდი და მათ მაინც მოახერხეს წელს ლა ლიგის მოგება, ჩემპიონთა ლიგისნახეცარფინალში გასვლა და ფეხზე წამოდგომა. განა ეს გუნდიუნიკალური არაა? მახსენდება ” მანჩესტერ იუნაიტედის” მიუნხენის ტრაგედია, გუნდი, რომელიც ასე ახლოსაა სულიერად ჩვენთან. დიახ!!! ჩვენთან და არა “ბარსელონასთან”, რადგან მეც, შენც მკითხველო ასე ახლოს ვართ კლუბთან.

ბევრი სტატია დამიწერია ამ საიტზე, ბევრჯერ შეუქიათ ჩემი ნაწერი, მაგრამ ასე გრძნობითა და აღფრთოვანებით სტატია არასდროს დამიწერია. ამ გუნდით, ამ მლუბით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ. ამ კლუბის მე მჯერა და მწამს. ეს გუნდი ჩემთვის რელიგიასავითაა, რომელსაც ეს ოდენ დიდი ისტორია გააჩნია.

დიდი მადლობა ყველა ფეხბურთელს, დიდი მადლობა ყვქ მწვრთნელს, მის დამხმარეს, ექიმს, მასაჟისტს, დამლაგებელს, მენაგვეს, ყვეპას ვისაც კი ამ წარმატებაში წვლილი მიუძღვის და მადლობა მკითხველო შენ, რომელმაც ბოლომდე ჩაიკითხა ჩემი ნაჯღაბნი და ბოლომდე შეიგრძნო ის, რასაც ახლა ვგრძნობ!!

ეს სტატია გამოსამშვიდობებელ სიტყვას ჰგავს, მაგრამ ეს სტატია არ ნიშნავს სიტყვას “მშვიდობით” ეს სტატია ნიშნავს “გამარჯობა და გილოცავ!!!”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში