მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბეკენბაუერი: ”ბაიერნისთვის” წილისყრას, იღბლიანს ვერ ვუწოდებთ”

ბეკენბაუერი: ”ბაიერნისთვის” წილისყრას, იღბლიანს ვერ ვუწოდებთ”

”ბაიერნის” ღირსეულმა წარმომადგენელმა, ფრანც ბეკენბაუერმა ისაუბრა კატალონიური და მიუნხენურ გრანდებს შორის ჩასატარებელ მატჩებზე.

”ბედისწერამ ”ბარსელონასთან” შეგვახვედრა – ეს ურთულესი გამოწვევაა. ”ბაიერნის” შესანიშნავი ფორმა და კარგი თამაში, გვაძლევს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის იმედს, მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვით. წილისყრას ჩვენთვის იღბლიანს ვერ ვუწოდებთ. წინ ძალიან რთული გამოცდა გველის.” – ციტირებს ბეკენბაუერს ”ბაიერნის” ოფიციალური საიტი.

პირველი მატჩი ”ბაიერნსა” და ”ბარსელონას” შორის 23 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი – 1 მაისს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში