კატალონიის “ბარსელონას” ფრანგ მცველს ერიკ აბიდალს სჯერა, რომ კატალონიურ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. 33 წლის ფრანგს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება ფეხბურთელმა კი კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ სამუშაოს შეცვლა არ სურს.
“ეს გზავნილია კლუბის მიმართ: ჩემი კონტრაქტი ივნისში მთავრდება თუმცა მე დავბრუნდი და მსურს “ბარსელონასათვის” ვითამაშო. მე თამაში მსურს და იმედი მაქვს, რომ ჩემი კარიეკა აქ დასრულდება.” – განუცხადა აბიდალმა ესპანურ პრესას.
შეგახსენებთ, რომ აბიდალი ერთ წლიანი პაუზის შემდეგ წინა კვირას “მალიორკასთან” მატჩში დაბრუნდა.
