კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ლეო მესიმ განაცხადა, რომ მისი თამაში მოურჩენელი ტრავმით ღირდა, რადგან გუნდი ნახევარფინალში გავიდა.
“რისკი ამად ღირდა. ჩვენ ახლა ნახევარფინალში ვართ. ახლა კიდევ უფრო დაუღალავად გავაგრძელებ შრომას, რომ ტრავმა მალე მოვირჩინო და გუნდს დავუბრუნე. ვიფქრობ ნახევარფინალისთვის მზად ვიქნები და ძირითად შემადგენლობაშიც მოვხვდები.”
“გუნდი ძალიან ბედნიერია ამ წარმატებით. ამ ორ მატჩში ბევრი რამ მოხდა, რისი გახსენებაც არ შეიძლება, მთავარია გავედით შემდეგ ეტაპზე და ეს წარმატება გუნდმა დაიმსახურა.” – დაასრულა მესიმ.
