“კამპ ნოუ” ტევადობით ყველაზე დიდი სტადიონია ევროპაში, მაგრამ როგორც ჩანს ის ბოლომდე იშვიათად ივსება. გუშინდენ მატჩში “ნოუ კამპმა” სეზონის რეკორდი მოხსნა.
გუშინდელ მატჩს ტრიბუნებიდან 96022 კაცი აკვირდებოდა და მოედანზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა. ეს რაოდენობა “კამპ ნოუსთვის” ამ სეზონში რეკორდულია. კლასიკოშიც კი არ მოგროვებულა იმდენი გულშემატკივარი, რამდენიც დღეს იყო.
