“პარის სეინტ ჟერმეინის” ფლანგის მცველმა გრეგორი ვან დერ ვილმა “ბარსელონას” ნახევარფინალში გასვლა მიულოცა და მის გუნდზეც ისაუბრა.
“ვაჩვენეთ მსოფლიოს თუ რა შეგვიძლია ჩვენ. ახალი შეკრებილი გუნდი ვართ და შეთამაშება კიდევ უფრო გვჭირდება. გავედით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში რამდენიმე წლის წინ კი ამაზე ვერც ვიოცნებებდი. ჩემი გუნდელები საუკეთესოები არიან, გუშინ კი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ მომიწია თამაში.”
“რაც მესიმ ამ მატჩში გააკეთა ნამდვილად უნიკალურია. ასეთი რამ ერთეულ ფეხბურთელებს თუ შეუძლიათ. ბედნიერი ვარ, რომ მის ერაში მომიწია ცხოვრება და თამაში. მის წინააღმდეგ ბრძოლა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და ვისურვებ, რომ კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს.” – დაასრულა ვან დერ ვილმა.
