”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ დღეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა, სადაც გამოვლინდა, რომ ფეხბურთელს რეციდივი არ მოუვიდა.
”პსჟ”-სთან შეხვედრის მიმდინარეობისას არგენტინელი ფეხბურთელი მარჯვენა ფეხში დისკომფორტს განიცდიდა, რაც დაკავშირებული იყო იმასთან, რომ მას სრულად არ ჰქოდნა ტრავმა მოშუშებული. დღეს კი ექიმებმა დაადგინეს, რომ ამან ფეხბურთელის მდგომარეობაზე ცუდად არ იმოქმედა.
მოსალოდნელია, რომ გუნდის სამწვრთნელო შტაბი პრიმერას შემდეგ 2 ტურში მესის არ გამოიყენებს და მას ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური შეხვედრისთვის სრულად აღდგენის საშუალებას მისცემს.
