მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როურა:” ბედნიერები და ამაყები ვართ”

როურა:” ბედნიერები და ამაყები ვართ”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ გუშინ მატცის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა. 

“მთელი სამწვრთნელო შტაბი ძალიან ბედნიერია ამ წარმატებით. პარიზელებთან შეხვედრა ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენთვის. ჩვენ ვითამაშეთ შესანიშნავ მეტოქესთან. მატჩის წინ ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია ის, რომ გავედით შემდეგ ეტაპზე, და ევროპაში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში ვართ.”

“ჩვენ შეთანხმება გვქონდა მესისთან, მაგრამ საბოლოოდ ეს ვერ შევასრულეთ. მას ჰქონდა უდიდესი სურვილი, რომლ გამოსულიყო მოედანზე, ბოლოს გამოუშვით, მა კი თამაშის მიმდინარეობა სრულიად შეცვალა. ის ნამდვილად საუკეთესოა.”

“ნახევარფინალში მარტივი თამაშები არ არსებობს. ოთხივე გუნდი საუკეთესოა და ოთხივეს სურს ამ ტურნირის მოგება. ვნახოთ რა მოხდება.” – დაასრულა როურამ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში