კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა დავიდ ვილიამ განაცხადა, რომ გუშინდელ მატჩში მას და მის თანაგუნდელებს ძალიან გაუჭირდათ.
“ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ნახევარფინალში გავედით. ეს შესანიშნავი შედეგია გუნდისთვის. მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა “პსჟ-ს” კონტრშეტევები ბევრ პრობლემეას გვიქმნიდა და გუნდის გადაწყობა თავიდან ხდებოდა, ეს კი დროსთან იყო დაკავშირებული, დრო კი ძალიან მცირე გვქონდა. ვიცოდით, რომ პარიზელები პირველივე წუთიდან მაღალ დონეზე ითამაშებდნენ და შეეცდებოდნენ სწრაფი გოლის გატანას. საბოლოოდ ჩვენც გავიტანეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით.”
“მესი მსოფლიოში საკუეთესო ფეხბურთელია. ის გამოვიდა მოედანზე და სრულად შეცვალა “ბარსელონას” თამაში. ჩვენ მის ასეთ შრომას ძალიან ვაფასებთ. ვფიქრობ არ აქვს მნიშვნელობა ვინ შეგვხვდება, ახლა უფრო გაგვირთულდება და ეს ვენ კარგად ვიცით.” – დაასრულა ვილიამ.
