ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ექს-ვარსკვლავი ბრაზილიელი რაი აცხადებს და სჯერა, რომ მისი საყვარელი კლუბი აუცილებლად გაიტანს გოლს კამპ ნოუზე “ბარსელონასთან” საპასუხო შეხვედრაში.
“ვფიქრობ, რომ “პსჟ”-ს ექნება შესაძლებლობა გასვლაზე გოლი გაიტანოს. გავბედავ და ვიტყვი, რომ დარწმუნებულიც ვარ პარიზელები კამპ ნოუზე გოლს გაიტანენ.” – ამბობს რაი.
“პირველ მატჩში “ბარსელონა” დაცვის ხაზში ცოტა არ იყოს დაუცველი და ადვილად გასავლელი სჩანდა და განმეორებით შეხვედრაშიც ასე იქნება. “პსჟ”-ს შეუძლია პრობლემები შეუქმნას “ბარსელონას” მათ ანგარიშზე დიდი სიჩქარე და პოზიციების სწორად შერჩევაა.” – დაასრულა ბრაზილიელმა.
რაი “პსჟ”-ში 1993-1998 წლებში გამოდიოდა, ამ წლებში ბრაზილიელმა საფრანგეთის ჩემპიონატი, ორჯერ საფრანგეთის თასი და თასების თასი მოიგო.
