პსჟ-ს ინგლისელმა ნახევარმცველმა, დევიდ ბექჰემმა ისაუბრა დღევანდელ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე, ”ბარსელონას” წინააღმდეგ.
”არამგონია, რომ სახლში ნათამაშები ფრე ჩვენთვის ფანტასტიური შედეგი იყოს. ფანტასტიური შედეგი გამარჯვება იქნებოდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველაფერი არც ისე ცუდად მიდის. ჩვენ მოგვიწევს ბარსელონაში თამაში და ვიცით თუ რა უნდა გავაკეთოთ: გავიტანოთ გოლი და მოვიგოთ მატჩი. შეუძლია თუ არა პსჟ-ს ”ბარსელონას” დამარცხება? ჩვენ გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ კატალონიელები დავამარცხოთ. კარგი ფეხბურთელები, ხასიათი, რომელიც ჩვენ წინა მატჩში გამოვავლინეთ. ყოველი თამაში ”ბარსას” წინააღმდეგ, უბრალოდ ბრძოლაა. ბევრს ფლობენ ბურთს და ყოველთვის რთულია ესეთი მეტოქის წინააღმდეგ თამაში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათი დამარცხება!” – აცხადებს ბექჰემი და ამატებს: ”ჩვენი კოლექტივი ძალიან მეგობრულია. ნათელია, რომ ხალხი იბრასგან ბევრს ელის, რადგან შვედი გუნდის ლიდერია და ბევრ გოლსაც იტანს. მართლაც, დიდებული ფეხბურთელია. მისი მნიშვნელობა უდიდესი იყო, ყველა კლუბში, რომელშიც მას უთამაშია. თუმცა, ჩვენ სხვა ძალიან კარგი ფეხბურთელებიც გვყავს, ამომავალი ვარსკვლავები. ჩვენი გუნდი შეკრულია და ამიტომაც ვაჩვენებთ, კარგ თამაშს.”
