მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როურა: „ჩვენი ერთადერთი მიზანი მოგებაა“

როურა: „ჩვენი ერთადერთი მიზანი მოგებაა“

ხვალ “ბარსელონა”  “პარი სენ ჟერმენს” დაუპირისპირდება. “ჩვენ უნდა მივუდგეთ მატჩს მაქსიმალური ამბიციით, მხოლოდ ჩვენს უპირატესობას ვერ დავეყრდნობით. თამაში ერთადერთი მიზნით უნდა დავიწყოთ და ეს მიზანი მოგებაა. მხოლოდ გამარჯვება უზრუნველყოფს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზურს ზედიზედ მეექვსედ.” –განაცხადა ჟორდი როურამ პრესკონფერენციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ს აუცილებლად ესაჭიროება “კამპ ნოუზე” გოლის გატანა, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი თვლის, რომ პარიზელები პირველ შეხვედრის მსგავსი ტაქტიკით ითამაშებენ. “ჩვენ ველოდებით, რომ პსჟ ბურთს დაგვითმობს. მსგავს თამაშებს მიჩვეულნი ვართ, რადგან ძალიან ბევრი გუნდი ირჩევს ამ ტაქტიკას ჩვენს წინააღმდეგ”.

როურამ ტრავმირებულებზე, ადრიანოზე, მესისა და პედროზეც გაამახვილა ყურადღება. “ჩვენ კიდევ გვაქვს დრო, რათა შევაფასოთ მათი მდგომარეობა. ამ დროისთვის ისინი თავს კარგად გრძნობენ , მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და რაც მთავარია ვნახოთ მათი ბოლო სამედიცინო ტესტის შედეგები. თუ რომელიმე ეს ფეხბურთელი ითამაშებს ე.ი. ისინი 100%–ით მზად იყვნენ ამისთვის”.

“ბარსელონას” მწვრთნელმა განაცხადა, რომ “მალიორკასთან” თამაში ერთგვარი რეპეტიცია იყო. “ფეხბურთელებმა, რომლებმაც მესის პოზიციაზე ითამაშეს, აჩვენეს, რომ მათ საკმაოდ მაღალ დონეზე შეუძლიათ თამაში”.

“მართალია ამ ბოლო ხანებში ტრავმებთან დაკავშირებით ოდნავ არ გვიმართლებს, თუმცა ჩვენ ვაცნობიერებთ ამ პრობლემას და მის ყოველნაირად გადაჭრას ვცდილობთ.” ბოლოს კი როურამ დასძინა “ვიმედოვნებთ, რომ ის ფეხბურთელები, რომლებსაც შევარჩევთ, ძალიან სუფთად ითამაშებენ დაცვაში”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში