კატალონიის ”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ ისაუბრა თუ რამდენადაა გუნდი დამოკიდებული ლიონელ მესიზე. ”ვნახოთ ითამაშებს, თუ არა მესი პსჟ-სთან. მთავარი მაინც მისი გადაწყვეტილება იქნება. ორი აზრი არ არსებობს, რომ გუნდი ნაწილობრივ დამოკიდებულია მესიზე. ლეო ”ბარსასთვის” უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.”
”რაც შეეხება ჩვენ შემდეგ თამაშს პსჟ-სთან – ურთულესი მატჩი გველის. ნახევარფინალში გასასვლელად საჭირო იქნება იდეალური ფეხბურთის ჩვენება” – განაცხადა ინიესტამ.
