კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ერიკ აბიდალმა გამოთქვა სურვილი, რომ ითამაშოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2014 წელს გაიმართება ბრაზილიაში.
აბიდალმა თავის ახლო წრეში გამოთქვა სურვილი, რომ ითამაშოს მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს მისთვის დიდი გამოწვევაა და ამისათვის ბევრს იშრომებს. შეეცდება მოემზადოს 90 წუთი სათამაშოდ და ჩადგეს საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში. ის დაანახებს საფრანგეთის მთავარ მწვრთნელს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა.
ასევე, კიდევ ერთი სიახლე აბიდალზე. “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ცდილობს გაუხანგრძლივოს ერის კონტრაქტი. ამ კონტრაქტს 1+1 ხელშეკრულების სახე ექნება. ის დარჩება ერთი წელი და აბიდალის სურვილის შემთხვევაში კონტრაქტი კიდევ ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივდება.
