დიახ, ეს კითხვა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ვალდესმა სამი მატჩი გამოტოვა დისკვალიკიფაციის გამო და ვიქტორი ხოსე მანუელ პინტომ ჩაანაცვლა.
ეს სამი მატჩი პინტომ “რაიოს” (3-1) “სელტას” (2-2) “მალიორკას” (5-0) წინააღმდეგ ითამაშა და ბრწყინვალედ გაართვა თავი მოცემულ დავალდებას. მან ორი შესანიშნავი სეივი განახორციელა “სელტასთან” მატჩში, როდესაც ანგარიში 0-0 იყო. ასევე დაეხმარა გუნდს “მალიორკასთან” მშრალად შეენახათ კარები.
პინტო “ბარსელონაში” უკვე დიდი ხანია რაც იმყოფება. კარგად იცის გუნდის სტილი, ფეხბურთელები სამწვრთნელო შტაბი. ვფიქრობ დადგა დრო პინტომაც მიიღოს შანსი და დაამტკიცოს, რომ შეუძლია ვალდესისთვის კონკურენციის გაწევა.
პინტო ასევე დაცვას ხელმძღვანელობდა. მისი ყველა პასი “მალიორკასთან” ადრესატთან მივიდა (23-იდან 23). ის შესანიშნავად უგებს თანაგუნდელებს მოედანზე და სწორად ანაწილებს ბურთს.
რა თქმა უნდა მასაც აქვს ნაკები, ხშირად უყვარს კარიდან გამოსვლა, შემდეგ კი კონცენტრაციას კარგავს და ბავშვურ შეცდომებს უშვებს, მაგრამ ვალდესისგან შეცდომები არ გვაკლდა და ვფიქრობ ჯობია ახალი მეკარის მოყვანას, ისევ ძველმა მეკარემ, რომელიც შეჩვეულია სიტუაციას, დაიცვას “ბარსელონას” კარი.
