27 წლის უნივერსალური შემტევი ნახევარმცველი, ჰოლანდიელი იბრაჰიმ აფელაი მიმდინარე სეზონში გელზენკირხენის “შალკესთვის” აღარ ითამაშებს. იტყობინება, გერმანული პრესა. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, რომელზეც უფლებები კატალონიის “ბარსელონას” ეკუთვნის, აღაშფოთა გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა და კუნთის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს სამშობლოში ასრულებს, “შალკესგან” თანხმობის გარეშე.
სწორედ ამიტომ, ივნისში აფელაი “ბარსელონაში” დაბრუნდება, ჰოლანდიელ ფეხბურთელს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდე აკავშირებს.


