“ბარსელონისა” და არგენტინის ნაკრების ფორვარდი, ლეო მესი ჯერ კიდევ ახდენს კონდიციების რეაბილიტაციას 2 აპრილს მიღებული ტრავმის შემდეგ. კვირას მან ინდივიდუალურად ივარჯიშა და მხოლოდ ვარჯიშის მიწურულს შეუერთდა თანაგუნდელებს.
როგორც ესპანური ცნობილი გამოცემა AS აცხადებს, არ არის გამორიცხული მატჩის დასაწყისში მესის სათადარიგოთა სკამზე ხილვა. კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი თვალისჩინივით უფრთხილდება არგენტინელ გენიოსს.
