”ბარსელონას” ნახევარმცველს, სესკ ფაბრეგასს უდიდესი წვლილი მიუძღვის კატალონიელების გუშინდელ გამარჯვებაში ”მალიორკასთან”. მან თავის ანგარიშზე 3 გოლი ჩაიწერა და 1 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა. ეს აღმოჩნდა სესკის პირველი ჰეთ-ტრიკი თავის კარიერაში. იქნება ეს ”არსენალი”, ”ბარსელონა” თუ ესპანეთის ნაკრები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფაბრეგასი არის ”ბარსელონას” პირველი ესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა 2001 წლიდან. ბოლოს ეს ლუის ენრიკემ ”ატლეტიკოს” წინააღმდეგ გააკეთა.
ეს ფაქტი კი შეიძლება ბევრს გაგიკვირდეთ, მაგრამ სესკ ფაბრეგასი 2011 წლიდან არის ყველაზე შედეგიანი ნახევარმცველი ლა ლიგაში.



