“ტოტენჰემის” გოლკიპერმა, კარლო კუდიჩინმა გამოთქვა თავისი აზრი ტიერი ანრის “ბარსელონადან” “ნიუ–იორკ რედ ბულსში” გადასვლის თაობაზე.
“დარწმუნებული ვარ ანრი ძალიან დაეხმარება ამერიკაში ფეხბურთის განვითარებას. იგი ბრწყინვალე იყო “არსენალში”; შესანიშნავად თამაშობდა “ბარსელონაში”; ის იყო საფრანგეთის ნაკრების მთავარი ბურჯი. ტიერის ძალიან ბევრი ტიტული აქვს მოპოვებული. ბავშვებს მისგან შეუძლიათ მაგალითის აღება. მისი თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნოა. მე მგონია, რომ ანრი იქნება ფეხბურთის ელჩი ამერიკაში.” ციტირებს კუდიჩინის სიტყვებს MLS–ის ოფიციალური საიტი.
წყარო: sports.ru



