მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბექჰემი: ”იმედი მაქვს, რომ მესი კარგადაა”

ბექჰემი: ”იმედი მაქვს, რომ მესი კარგადაა”

 პსჟ-ს ნახევარმცველმა, დევიდ ბექჰემმა გააკეთა კომენტარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დაზიანებაზე, რომელიც მან გუშინწინ მიიღო. ამ ტრავმის გამო მესიმ შეიძლება 3 კვირა იუქმოს.

 ”იმედი მაქვს, რომ მესი კარგადაა, მალე ჩადგება ფორმაში და გააგრძელებს იმ არაამქვეყნიურ ფეხბურთის ჩვენებას, რომელიც მას ახასიათებს. ვუსურვებ გამოჯანმრთელებას, რაც შეიძლება მალე!” – განაცხადა ინგლისელმა ლეგენდამ. 

 შეგახსენებთ, რომ მესიმ ტრავმა მიიღო 2 აპრილს პსჟ-ს წინააღმდეგ მატჩში. მას მარჯვენა ფეხის ბიცეპსი დაუზიანდა და ჯერ-ჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ არის ცნობილი, თუ როდის დაბრუნდება იგი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში