ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ გუნდი პარიზში ჩაფრინდა, სადაც ხვალ ”პსჟ”-ს დაუპირისპირდება. ტიტო ვილანოვას ხელმძღვანელობით გუნდი ბარსელონადან 10:50 გაფრინდა და საფრანგეთის დედაქალაქში შუადღით ჩაფრინდა.
ვარჯიში 19 საათზე
გუნდთან ერთად იმყოფებიან პრეზიდენტი სანდრო როსელი, ვიცე-პრეზიდენტები ხოსეპ მარია ბართომეუ, ხავიერ ფაუსი, ჟორდი კორდონერი და კარლეს ვილარუბი. დელეგაციაშია სპორტული დრიექტორი, ანდონი სუბისარეტა.
ტიტო ვილანოვამ ხვალინდელი შეხვედრისთვის პარიზში 21 ფეხბურთელი წაიყვანა. გუნდი დღეს 19 საათზე ”პსჟ”-ს სტადიონზე ივარჯიშებს, სესიის დაწყების წინ პრეს-კონფერენცია გაიმართება.
