კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ლეო მესიმ განაცხადა, რომ მთავარი მისი გუნდის გამარჯვება და სამი ქულის მოპოვებაა, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა გაიტანს თუ არა გოლს.
“მე გამიმართლა, რომ გავიტანე ამდენი გოლი ამდენ მატჩში. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე ქულების მოპოვებაში.”
“სიმართლე გითხრათ, ჩემთვის უფრო მნიშნვნელოვანი გუნდის მოგებაა. თუ მე გოლი გავიტანე და გუნდმა ვერ მოიპოვა გამარჯვება, ნამდვილად არ მაქვს სიხარულის მიზეზი.”
“ტიტო ვილანოვა? ის გამოცოცხლებული ჩანს. ძალიან კარგია, რომ ტიტო დაგვიბრუნდა.”
“რაც შეეხება ჩვენს შემდეგ მოქმედებებს ახლა დავისვენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის კარგად დასვენებულებლა ვითამაშოთ. “პსჟ” ძლიერი გუნდია და სასურველი შედეგის დასასმელად აუცილებელია მთელი ზალებით ვიმოქმედოთ?” – დაასრულა მესიმ.


