მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვესი: “იბრაჰიმოვიჩი დიდი თავსატეხია”

ალვესი: “იბრაჰიმოვიჩი დიდი თავსატეხია”

 კატალონიის “ბარსელონას” მარჯვენა მცველმა “RMC Sport”-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე მხოლოდ და მხოლოდ კარგის თქმა შეუძლია.

 “‘UEFA’-ს გადაწყვეტილება, მართალი გითხრათ, არ გამხარებია, რადგან პირველ მატჩში “ბარსელონას” დიდი თავსატეხი გაუჩნდა ზლატან იბრაჰიმოვიჩის სახით. შვედი დიდი ფეხბურთელია. ამის გარდა, იგი ფიზიკურად ყოველთვის კარგად არის მომზადებული. მე მქონდა პატივი ვყოფილიყავი ისევე როგორც მისი თანაგუნდელი, ასევე მისი მეტოქე. ვფიქრობ, მის წინააღმდეგ თამაში არ გამიჭირდება წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე” – განაცხადა ალვესმა.

 ბრაზილიელს არ დავიწყებია ფრანგული კლუბის სხვა ფეხბურთელებიც: “დაცვის ხაზში დიდი გარჯა მოგვიწევს, რათა ფრანგების შეტევებს გავუმკლავდეთ. ზლატანი მათი მთავარი კოზირია, მაგრამ შეხედეთ მათ ფეხბურთელებს და მიხვდებით, რომ “პსჯ”-ს სხვა შემტევების არ დაფასება შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში