კატალონიის “ბარსელონას” ესპანელმა ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა, კლუბში გუნდის მთავარი მწვრთნელის დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.
“მე ვესაუბრებოდი ექიმს, რომელიც ამერიკაში ჩადიოდა ტიტოსთან და მე მას ვეკითხებოდი როგორ მიმდინარეობდა სამკურნალო პროცესები. ჩვენ ყველანი მოუთმენლად ველით მის დაბრუნებას. ვილანოვა – ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია გუნდისთვის, მისი წასვლა გუნდს ძალიან დაეტყო. რაც შეეხება როურას, მან გააკეთა ყველაფერი რისი გაკეთებაც შეიძლებოდა და რაც მის ძალებსი იყო, ამიტომ მან ჩვენი მხრიდან პატივისცემა დაიმსახურა.” – განაცხადა ბუსკეტსმა.

ბუსკეტსი: “ვილანოვა “ბარსელონასთვის” ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.