მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იბრა “ბარსასთან” ითამაშებს

იბრა “ბარსასთან” ითამაშებს

 “UEFA”-მ გადაწყვიტა ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის განსაზღვრული სასჯელი შეემსუბუქებინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შვედი თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

 ეს საიახლე გარკვეულწილად მოულოდნელი აღმოჩნდა საფეხბურთო სამყაროსთვის, რადგან “UEFA” თავის განაჩენს იშვიათად ცვლის. ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილია, რომ “ბარსელონას” მოუწევს საფრანგეთში ყოფილ ფეხბურთელთან დაპირისპირება.

 “catradio esports”-ის ინფორმაციით, შვედისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ერთმატჩიანით შეიცვალა. რადიოს ცნობით, “პსჯ”-მ “UEFA”-ში სარჩელი შეიტანა და გაასაჩივრა მსაჯის გადაწყვეტილება, თითქოს ინციდენტის მომენტში ბურთი თამაშში არ იყო შეყვანილი.

 ბევრისთვის შესაძოა ეს უსიამოვნო მოულოდნელობაა, თუმცა სანახაობრივად საინტერესო იქნება თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელისა და მისი ყოფილი კლუბის ორმატჩიანი დაპირისპირება.

 

ეს კი მომენტი, როდესაც იბრაჰიმოვიჩმა “ვალენსიასთან” მატჩში წითელი ბარათი მიიღო

 [media=http://www.youtube.com/watch?v=IwHSpY1_7OI]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში